Belive

პაულო კოშტა: 'მთელი ერი ასეთია - მხოლოდ ჯგუფური ძალადობა შეუძლიათ'

16 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.

ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ - ერთ-ერთი მათგანი, UFC-ს ცნობილი მებრძოლი, ბრაზილიელი - პაულო კოშტაა, რომელიც თავადაც გამოირჩევა 'დაღესტანელებთან' ოქტაგონს მიღმა ბრძოლით.

'მერაბ, ძმაო, მე შენსკენ ვარ - იმის თქმა შემიძლია, რომ შენს საქციელში დიდი სითამამე დავინახე მე და სხვა ყველამ...

ასე კაცურად გააგრძელე შენი საქმის კეთება - იმათზე რა უნდა ვთქვა, მთელი ერი ასეთია, მხოლოდ ჯგუფური ძალადობა შეუძლიათ, თანაც ეგეც ვერ გამოსდით კარგად.

ნამდვილ მებრძოლებს ამალა (მხარდამჭერების გუნდი) არ სჭირდებათ..." - პაულო კოშტა

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სწორედ იმიტომ იმყოფებოდა, რომ 14 ნოემბერს RAF-ის შეჯიბრზე ბრაზილიელ - მარლონ მორაეშთან უნდა იბრძოლოს.

სხვა სტატიები