"მეომარია და განსხვავებული სტილის მოთამაშე" - ლუის ენრიკე კვარას აქებს
2 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, თავისი გუნდის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
ესპანელი სპეციალისტი ბრაზილიელი ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობს და ამბობს, რომ კვარა ამ ქვეყნის წარმომადგენელ ფეხბურთელებს არ ჰგავს და სულ სხვა ტიპის მოთამაშეა.
"თქვენ კვარაცხელიათი ხართ დაინტერესებული, მაგრამ ის ბრაზილიელი არ არის. ის სხვა ტიპის მოთამაშეა. ჩვენ ვიცოდით მისი თვისებების შესახებ. ის მეომარია, როცა ბურთითაა, დადებით გრძნობებს გვიღვივებს. როცა გუნდში ასეთი ტიპის მოთამაშე გყავს, ეს ძალიან პოზიტიურია", - ამბობს ლუის ენრიკე.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 15 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს და ტიტულის დაცვასთან ახლოსაა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნს უნდა შეხვდეს.