Belive

რიისე: "კვარაცხელიას დამატება ლივერპულისთვის შესანიშნავი იქნება"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულის ვეტერანი ნორვეგიელი მცველი, იონ არნე რიისე GOAL-თან საუბრისას ამბობს, რომ მაიკლ ოლისე და ხვიჩა კვარაცხელია მერსისაიდული გუნდისთვის წარმოუდგენლად კარგი შენაძენი იქნება.

"ვფიქრობ, თუ არნე სლოტის ინტერვიუებს დავაკვირდებით, მან უკვე რამდენჯერმე ახსენა, რომ მომავალი სეზონისთვის გარკვეული ცვლილებებია საჭირო. ჩემი აზრით, ზოგიერთი ფეხბურთელი წავა და გუნდში ახალ მოთამაშეებსაც მოიყვანენ.

გასულ სეზონში მათ დიდი თანხები დახარჯეს, არა? უზარმაზარი ფული გაიღეს. კიდევ რამდენი აქვთ დარჩენილი ასეთი დიდი ტრანსფერებისთვის? თუმცა, მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ გასულ სეზონში მოსული ახალწვეულები მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდებიან და გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდება.

ხვიჩა კვარაცხელიასა და მაიკლ ოლისეს დამატება წარმოუდგენლად მაგარი ამბავი იქნება, თუმცა არ ვიცი, რა მოცულობის ფინანსები აქვს გუნდს ამისთვის, ან საერთოდ აპირებენ თუ არა დიდი თანხების გადახდას. შესაძლოა, მათ ამჯობინონ ისეთი მოთამაშეების მოძებნა, რომლებიც უბრალოდ იდეალურად მოერგებიან იმ სისტემას, რაც გუნდს სჭირდება.

ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ამ ზაფხულს, რადგან ცვლილებები აუცილებელია და უნდა განხორციელდეს. ამ სეზონში ზოგიერთი ფეხბურთელი აშკარად ფორმიდან ამოვარდნილია, ჩემი აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ საკუთარ პოზიციებზე თავი ზედმეტად თავდაჯერებულად იგრძნეს. არ მგონია, ზოგიერთ მათგანს ისე ეშრომოს, როგორც საჭირო გახლდათ და ეს მათ თამაშსაც დაეტყო, რომელიც სათანადო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა", - ამბობს იონ არნე რიისე.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში ლიგა 1 და ფიფას ინტერკონტინენტალური თასი მოიგო და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული. მას პსჟ-ს შემადგენლობაში 19 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები