Belive

"მასში ჩადებულ ინვესტიციას სამმაგად დაიბრუნებენ" | ესპანეთში მიქაუტაძის ბრწყინვალე თამაშზე საუბრობენ

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალში ბრწყინვალედ თამაში დაიწყო და ლა ლიგის გასულ ორ ტურში გუნდისთვის გადამწყვეტი ფიგურა გახდა.

24 წლის ქართველის მშვენიერ სათამაშო ფორმას ესპანური მედია ეხმაურება და ამბობს, რომ ვალენსიური გუნდის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ღირებულია და ყვითელი წყალქვეშა ნავი მოგებას არაერთხელ ნახავს.

"ყვითელი წყალქვეშა ნავის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ადასტურებს თუ რატომ განახორციელეს მათ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, გიორგი მიქაუტაძე ორმაგად და სამმაგად დაუბრუნებს გაღებულ თანხას.

ვილარეალში ჟორჟ მიქაუტაძის აქამდე ნანახი თამაში გვაფიქრებინებს, რომ ისინი თავიანთ ინვესტიციას აინაზღაურებენ. ეტაპობრივად, მიქაუტაძე მარსელინოს სათამაშო სქემაში ჯდება.

გიორგი მიქაუტაძე სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად მოუმატებს და მისი თამაშის ხარისხი გაუმჯობესდება. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა, ვალენსიელებმა კი 31 მილიონად შეიძინეს და სავარაუდოდ, მისი ფასი 50-ს მიაღწევს", - წერს elgoldigital.

გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალის შემადგენლობაში ჩატარებულ ოთხ მატჩში თითო-თითო გოლი და საგოლე პასი აქვს. მისი გუნდი ლა ლიგაში 6 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა და შემდეგ მატჩს ბილბაოს ატლეტიკთან საშინაო კედლებში 27 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები