Belive

მარსელი, ლიონი და სხვები: მიქაუატძის დამატება ლიგა 1-ის გრანდებს სურთ

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატება ლიგა 1-ის წარმომადგენელ რამდენიმე გრანდს სურს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებით, "მარსელი", "ლიონი" და "რენი" ინტერესდებიან. განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ "რენი" იჩენს. რაც შეეხება თავად სატრანსფერო ამბავს, გიორგი მიქაუტაძე "მეცმა" ჯერ ამსტერდამული გრანდიდან უნდა გამოისყიდოს, რისი უფლებაც გუნდს საიჯარო ხელშეკრულებით აქვს, ხოლო შემდეგ დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკება აწარმოოს.

მას მერე, რაც ქართველი ფეხბურთელი "მეცში" დაბრუნდა, ბრწყინვალე პერიოდს ატარებს. კონკრეტულად მან გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერებს შორის შეაღწია, თვის საუკეთესო გოლის წოდებისთვისაც იბრძვის და გუნდს ლიგა 1-ში დარჩენისაკენ მიმავალ გზაზე მიუძღვება.

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში ნათამაშებ 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები