"გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ" - გიორგი ზარიამ ოლიმპიაკოსთან მატჩამდე ისაუბრა
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, ალმაატის ქაირათი პირეოსის ოლიმპიაკოსს შეხვდება.
ბერძნულ გუნდთან მატჩის წინ, ყაზახური გუნდის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ზარიამ პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.
"ყველანი ძალიან აღელვებულები ვართ მოახლოებული თამაშით. მართალია განსხვავებულ სტადიონზე, მაგრამ მთლიანად ქვეყნისთვის, ყაზახი ხალხისთვის ვთამაშობთ.
ეს თამაში არა მხოლოდ ჩვენი გუნდის გულშემატკივრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაა. აქ თავს სახლში ვგრძნობთ და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის", - ამბობს გიორგი ზარია.
ალმაატის ქაირათმა ოლიმპიაკოსს 9 დეკემბერს, ასტანას სტადიონზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე უნდა დაიწყოს.