"ლივერპულის პრობლემების მიუხედავად, შთაბეჭდილება მოახდინა" - givemesport მამარდაშვილის შესახებ
4 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული ბრიტანული საფეხბურთო მედია საშუალება givemesport ინგლისის პრემიერ ლიგის 20 საუკეთესო მეკარის რეიტინგს აქვეყნებს, სადაც მე-14 პოზიციას საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი იკავებს.
"გასულ წლებში ლივერპულს ალისონის მეკარედ ყოლის ბედნიერება ჰქონდა, მაგრამ ბრაზილიელი არ ახალგაზრდავდება. მას ასაკი ემატება და უახლოეს პერიოდში მიღებული ტრავმების სიხშირეც ამას მოწმობს. ამიტომ ენფილდზე მემკვიდრეობის გეგმის შემუშავება საჭირო გახლავთ.
ლივერპულის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 2024 წელს ვალენსიადან გიორგი მამარდაშვილი დაემატებინა და წინა სეზონში ესპანურ გუნდში იჯარით დაეტოვებინა, სადაც 34 მატჩში რვაჯერ კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.
გუნდის პირველი ნომრის ტრავმამ ქართველს სეზონის დასაწყისში რეგულარულად თამაშის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ წითლებს, როგორც გუნდს, პრობლემები ჰქონდათ, მამარდაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მომავალში მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, როდესაც უდავოდ საწყისი არჩევანი გახდება", - წერს givemesport.
გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულის 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.