გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
25 წლის ქართველი ფეხბურთელი ვალენსიურ დერბიში, ლევანტესთან მოგებულ მატჩში (5:1) შესრულებული დუბლის შემდეგ Whoscored-მა სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.
ვილიარეალის შემადგენლობიდან სიმბოლურ გუნდში გიორგი მიქაუტაძესთან ერთად ნიკოლას პეპეც მოხვდა.
🇪🇸 La Liga Team of the week | #GW34 pic.twitter.com/1eSTte4v5b
— WhoScored (@WhoScored) May 6, 2026
გიორგი მიქაუტაძეს ამ სეზონში ვილიარეალის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 13 გოლი აქვს გატანილი (11 ლა ლიგაში) და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" კი მესამე პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სეზონში ადგილი განაღდებული აქვს.