Belive

"ამ ფასად მიქაუტაძე შესანიშნავი ვარიანტია" - ესპანელი ჟურნალისტები ბარსელონას მიქაუტაძის ტრანსფერს ურჩევენ

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ესპანური საფეხბურთო მედია საშუალება marca რამდენიმე ჟურნალისტის ციტატას გვთავაზობს, რომლებიც ბარსელონასთვის ხულიან ალვარესის ალტერნატივად გიორგი მიქაუტაძეს ასახელებენ.

"იმ სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, რომელზეც საუბარია, მიქაუტაძე ხულიან ალვარესისთვის შესანიშნავი ალტერნატივაა. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ბარსელონას სათამაშო სტილს შესანიშნავად მოერგება.

"მიქაუტაძე ისეთი მოთამაშეების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებზეც, როგორც იტყვიან, გოლების წვიმას აწყობს. ეს რეალობაა. არიან მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ ეს ნიჭი და მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია თამაშობენ ან რამდენი წლის არიან, მაინც იტანენ გოლებს, რადგან ეს უნარი ან გაქვს, ან არა.

"ვფიქრობ, ბარსა იდეალურად იპოვის ცენტრფორვარდს: არ ვამბობ ობამეიანგს, რა თქმა უნდა, მაგრამ შეუძლია იპოვოს ცენტრფორვარდი იმ თანხაზე ბევრად ნაკლებ ფასად, რამდენადაც ხულიან ალვარესის შეძენისთვის იყო საჭირო", - ამბობენ ესპანელი ჟურნალისტები.

გასული დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიური გრანდი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატებას ცდილობს.

ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძემ შედეგიანად დაიწყო. ლა ლიგის საწყის ორ ტურში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები