Belive

ლიონის დირექტორი: "ჩვენც და ჟორჟსაც საერთო სურვილი გვქონდა, მაგრამ გუნდის ინტერესები გავითვალისწინეთ"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიონის ოლიმპიკის სპორტული დირექტორი, მატიე ლუი-ჟანი გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალში ტრანსფერის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყველაფერზე მაღლა გუნდის ინტერესები დააყენა.

მაღლა გუნდის ინტერესები დააყენა.

"ჟორჟმა ვილიარეალის ინტერესის შესახებ იცოდა, მან ასევე გააცნობიერა, რომ გუნდის ინსტიტუცია ყველაფერზე მაღლა დგას. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ ლიონის წარმატებისთვის. ჟორჟმა არჩევანი გააკეთა, მან იცოდა ჩვენი პოზიცია და ეს ბუნებრივად მოხდა. იდეალურ სამყაროში, მას დარჩენა სურდა, ჩვენც გვინდოდა, რომ ლიონში ეთამაშა და მისი გაშვება მთავარი მიზანი არ გახლდათ. ასევე, ჟორჟს, ესპანეთსა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ხიბლავს და ბრწყინვალე პროექტს შეუერთდა", - ამბობს მატიე ლუი-ჟანი.

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერისთვის, ვილიარეალმა 31 მილიონი ევრო დახარჯა და ეს გუნდის არსებობის ისტორიაში სარეკორდო შენაძენია. ვალენსიური გუნდი, ლა ლიგის ახალ სეზონში დაგროვებული 7 ქულით მესამე პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაზეც მიიღებს მონაწილეობას.

სხვა სტატიები