Belive

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება.

4 სექტემბერს გასამართი მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია. მუნდიალზე მოხვედრისათვის უმნიშვნელოვანეს მატჩს იტალიელი არბიტრების გუნდი მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი დავიდე მასა იქნება, ხოლო მისი ასისტენტები, ფილიპო მელი და სტეფანო ალასიო, მეოთხე მსაჯი კი მატეო მარკენარო. VAR-ის მსაჯი მარკო დი ბელო, ხოლო მეოთხე არბიტრი დანიელე დოვერი იქნება.

დავიდე მასა გამოცდილი, 44 წლის არბიტრია, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონდა. 2015 წელს, საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგურ მატჩში (2:2) დავიდე მასა მთავარი არბიტრი გახლდათ და ქემალ სტაფა არენაზე შემდგარ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სამ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

საქართველოს ნაკრები თურქეთს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, 4 სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები