Belive

ლიდერების გარეშე: ისრაელის ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ჩამოსვლას გეგმავს

20 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ისრაელური მედიის ინფორმაციით, მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბენ შიმონი საქართველოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობას 19 მარტს დაასახელებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ნაკრები საქართველოს დედაქალაქში გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვა. გართულებული გადაადგილების და დაძაბული ვითარების გამო, ისრაელის ნაკრებში შორი მანძილიდან ფეხბურთელების გამოძახებას ერიდებიან. ამავე დროს, ტრავმის მიზეზით ისრაელის ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მარუან სოლომონი, ომრი განდელმანი და მუჰამედ აბუ ფაბნი გამოაკლდა.

"გამომდინარე იქიდან, რომ შეკრება, მხოლოდ სამდღიანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფეხბურთელებს არ გამოვიძახებთ", - ამბობს ბენ შიმონი.

სავარაუდოდ, ისრაელის ნაკრების განაცხადში რამდენიმე ახალწვეული ფეხბურთელი მოხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ისრაელს 2026 წლის საწყის ამხანაგურ მატჩში, 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა უმასპინძლოს.

სხვა სტატიები