Belive

"ობლაკის წასვლის შემთხვევაში" - ატლეტიკო მამარდაშვილის დამატებას განიხილავს

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მადრიდის ატლეტიკო, გიორგი მამარდაშვილის დამატების სურვილს დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის მეკარის დამატება, "როხიბლანკოს" იმ პერიოდიდან სურდა, როცა ის "ვალენსიაში" თამაშობდა.

onefootball წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იან ობლაკი მადრიდის ატლეტიკოს დატოვებს, გუნდის ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილის დამატებას შეეცდება.

"იან ობლაკის კუნთის ტრავმამ გუნდში მის უწყვეტობასთან დაკავშირებული დებატები გააცოცხლა და მემკვიდრეობის დაგეგმვა დააჩქარა.

El Chiringuito de Jugones წერს, რომ გიორგი მამარდაშვილს, ვალენსიას ყოფილ მეკარეს, რომელიც ლივერპულს 2025 წელს შეუერთდა, ალისონ ბეკერთან კონკურენციის პირობებში შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა და შესაძლოა სხვაგან ეძებოს სათამაშო დრო. ამავე დროს, მადრიდის ატლეტიკოს სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი იან ობლაკის შემცვლელს ეძებს.

25 წლის მამარდაშვილი ლა ლიგის ცოდნასა და შთამბეჭდავ იერს აერთიანებს და შემდეგ სეზონში იჯარით გადასვლისთვის მზადაა, რა ვარიანტიც ატლეტიკოსთვის ფინანსურად საინტერესოა. სხვა ევროპული გუნდების ინტერესიც კვლავ იზრდება", - წერს onefootball.

გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულის შემადგენლობაში 13 მატჩში აქვს ნათამაშები და 3-ჯერ კარი მშრალად შენახული. ალისონის ტრავმის პირობებში, სეზონის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში გუნდის კარის დაცვა ქართველ მეკარეს მოუწევს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს პირისპირ.

სხვა სტატიები