ვეტერანი უკრაინელი: "მხოლოდ კვარაზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, მათ სხვა კარგი შემტევებიც ჰყავთ"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შეხვედრის წინ, ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი, სერჰეი კრივცოვი საუბრობს.
"ერთა ლიგის წინა სეზონში ჩვენ უკვე ვითამაშეთ საქართველოს წინააღმდეგ: მათ მართლაც კარგი, შეკრული გუნდი ჰყავთ. ახლა ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში. საქართველოს ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, მოთამაშეების კლასისა და კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ფავორიტი უკრაინაა. თუმცა, ფავორიტები ყოველთვის არ იმარჯვებენ.
დაძაბულ თამაშს ველი, დაახლოებით ისეთივე დონის, როგორც უნგრეთთან იყო. მიუხედავად ამისა, მე მჯერა უკრაინის გამარჯვების და სხვა შედეგი ვერც კი წარმომიდგენია. თუმცა ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგან მეტოქეს საკმარისი კვალიფიციური მოთამაშე ჰყავს.
როგორ გავანეიტრალოთ ხვიჩა? ეს შეკითხვა უფრო ანდრეას და მის შტაბს ეხება. ჩვენს გუნდს არაერთხელ ჰქონია შეხება სუპერვარსკვლავებთან: ჩვენ ვთამაშობდით პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და სხვა ტოპ გუნდებთან. მწვრთნელები აუცილებლად იპოვიან გასაღებს იმისათვის, თუ როგორ გაანეიტრალონ მეტოქის ძლიერი მხარეები. გარდა ამისა, იმავე ილია კრუპსკის შეუძლია საიმედოდ ითამაშოს ჩვენს ფლანგზე და ჩაკეტოს კვარაცხელია.
მხოლოდ ხვიჩაზე ფოკუსირებას არ მოვახდენდი: საქართველოს ნაკრების შეტევაში არიან სხვა შემსრულებლებიც, რომელთაც ეპიზოდის ბედის წყვეტა შეუძლიათ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ უკრაინის ნაკრები ერთიანი მექანიზმივით მოქმედებდეს", - სერჰეი კრივცოვი.
საქართველოს ნაკრები უკრაინასთან შეხვედრას 28 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართავს, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.