Belive

რამაზ სვანაძე: "ჩემი მისია იქნება, რომ ნაკრებში აშენდეს მენტალობა, რომლითაც ყველა მატჩზე მოსაგებად გავალთ"

11 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, რამაზ სვანაძემ სადებიუტო პრესკონფერენცია ჩაატარა და უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში, უკრაინასთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"მინდა ვილი სანიოლს იმ ყველაფრისთვის რაც მან საქართველოს ნაკრების და ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. გარდა ამისა, მან მომცა მე საშუალება რომ მის საწვრთნელ გუნდში მემუშავა და გამოცდილება დამეგროვებინა.

რამაზ სვანაძემ აქამდე მოსასვლელად ძალიან რთული გზა გაიარა. არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც მსგავს პოზიციაზე მოხვედრა უფრო მარტივია, ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის. დანარჩენი შედეგებით გამოჩნდება.

საწვრთნელ გუნდში ჩემი ასისტენტები გიორგი დეკანოსიძე და ბონდო გოცირიძე ამჟამად ჩემთან ერთად არიან, მაგრამ მთლიანად გუნდის დაკომპლექტება მოგვიანებით გადაწყდება, ახლა უახლოეს მატჩებზე ვართ კონცენტრირებულნი.

მთავარია, რომ ფეხბურთელებს გასულ მატჩებში დაფიქსირებულ არასახარბიელო შედეგებზე სწორი და დროული რეაქცია ჰქონდეთ.

ჩემი მისია იქნება, რომ საქართველოს ნაკრები ნებისმიერ მეტოქესთან ნებისმიერ მატჩში გამარჯვებისთვის გავიდეს. ნებისმიერი მატჩი არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით სანაკრებო დონეზე, ეს არის ის მენტალური მამოძრავებელი, რაზეც მინდა, რომ გუნდი აშენდეს.

მწვრთნელის ცვლილების შემდეგ, უკრაინის ნაკრების პროგრესი შესამჩნევია, გუნდი გაცილებით უფრო კომბინირებულ ფეხბურთს აჩვენებს. - რამაზ სვანაძე.

საქართველოს ნაკრები უკრაინას 28 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები