Belive

"კიტეიშვილს გუნდთან კონტრაქტი აქვს და ველოდები, რომ დარჩება" - შტურმის დირექტორი ქართველზე საუბრობს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გრაცის შტურმის სპორტული დირექტორი, მიხაელ პარენსენი გუნდის ახალი სეზონის მიზნებზე, დაკომპლექტებასა და ტრანსფერებზე საუბრობს. 38 წლის ავსტრიელი მენეჯერი ოთარ კიტეიშვილის მიერ გუნდის შესაძლო შეცვლის შესახებაც აკეთებს კომენტარს.

"ოთარ კიტეიშვილს გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და ველი, რომ ამ დროის განმავლობაში გუნდში დარჩება. ეს ნამდვილად ჩვენი მიზანია. ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ხასიათით და მენტალიტეტით ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

ოთარ კიტეიშვილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომლის გუნდში შენარჩუნებასაც რა თქმა უნდა, შევეცდებით", - ამბობს მიხაელ პარენსენი.

ოთარ კიტეიშვილის კარიერაში გამორჩეული წლებია: ზედიზედ ორჯერ მოგებული ავსტრიის თასი, რედ ბულ ზალცბურგის 10-წლიან დომინირებაში ჩარევა და ქვეყნის ჩემპიონატის ოქროს მედლების მიჯრით ორჯერ დაუფლება, გრაცის შტურმის ორი სეზონის ბომბარდირობა და ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ორი წლის განმავლობაში დასახელება. სეზონის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ოთარ კიტეიშვილმა და მისმა გუნდმა რედ ბულის გუნდთან 13 აპრილს სტუმრად, ზალცბურგში გამართეს, სადაც საწყისი ტაიმი წააგეს, მეორე ნახევარში კი გუნდის ქართველმა ლიდერმა ჯერ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ზუსტ პენალტს საჯარიმოს გარედან ულამაზესი გასროლა დაამატა და უპრინციპულეს მატჩში გრაცელებს 3 ქულა მოუტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა შტურმის შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონატში ამ სეზონში 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გაკეთა. ოთარ კიტეიშვილს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტიც ჰქონდა და გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები