Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთთან სტუმრად 4:1 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები დაკარგა.

საქართველო 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან თურქეთს 6 ქულით ჩამორჩება, 12 ქულა აქვს ლიდერ ესპანეთს.

მატჩის დასრულების შემდეგ, პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა - ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა.

რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ.

არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!" - ხვიჩა კვარაცხელია

ასე და ამგვარად, თურქეთის ნაკრებმა ჩვენს ჯგუფში თითქმის გაინაღდა მეორე ადგილი და მსოფლიო პირველობაზე გასასვლელად ბრძოლას განაგრძობს.

ვილი სანიოლის გუნდი კი მომავალ მატჩს 15 ნოემბერს, თბილისში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები