Belive

გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ჩემპიონატის მე-14 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

სარაევომ გასულ ტურებში გულშემატკივარს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შესთავაზა და ზედიზედ 3 მატჩი მოიგო, რაშიც გუნდის ქართველი კაპიტნის წვლილი გამორჩეულია. გასულ სამივე მოგებულ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილმა საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში. უახლოეს ტურში 24 წლის ქართველის გუნდმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს და გათამაშების ლიდერობისთვის მებრძოლ, ბორაც ბანია ლუკას 1:0 აჯობა, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სარაევოს შემადგენლობიდან მე-14 ტურის სიმბოლურ გუნდში მეკარე ივან ბანიჩი, ცენტრალური მცველი, სლავკო ბრალიჩი და გიორგი გულიაშვილი მოხვდნენ.

სარაევო 14 ტურის შემდეგ მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში დედაქალაქელები სანაკრებო შესვენების შემდეგ პრიეოდთან სტუმრად, 22 ნოემბერს ითამაშებენ.

გიორგი გულიაშვილს ახალ სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

View this post on Instagram

A post shared by Arena Sport BH (@arenasportbh)

სხვა სტატიები