Belive

გიორგი გულიაშვილი რასინგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი სანტანდერის რასინგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი კანტაბრიული გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.

გიორგი გულიაშვილმა აპრილის თვეში ლა ლიგა 2-ში "მწვანეების" შემადგენლობაში ხუთ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სანტანდერის რასინგმა 40 ტურის შემდეგ 78 ქულის მოპოვება შეძლო და ლა ლიგის საგზური 2012 წლის შემდეგ სადებიუტოდ მოიპოვა.

გიორგი გულიაშვილს რასინგის შემადგენლობაში ამ სეზონში 18 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები