Belive

კარგი სტარტის შემდეგ ჩაკვეტაძეს სასტარტოში ელიან

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"უოტფორდის" რიგებში გიორგი ჩაკვეტაძის დამაჯერებელი დებიუტის შემდეგ, ინგლისურ პრესაში გამოჩნდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც EFL-ს თასზე, სადაც "უოტფორდი" 8 აგვისტოს "სტივეინეიჯს" დაუპირისპირდება, გიორგი ჩაკვეტაძეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

გიორგი ჩემპიონშიფის პირველ ტურში, "ქპრ"-სთან შეხვედრაში 66-ე წუთზე შევიდა მოედანზე და მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ქებაც დაიმსახურა. 

უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ჩვენ განსაკუთრებული მოთამაშე გვყავს"
უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ჩვენ განსაკუთრებული მოთამაშე გვყავს"

როგორც sportsmole.co.uk წერს, EFL თასის პირველი რაუნდის მატჩში "უოტფორდი" შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

ჰამერი; პოლოკი, პორტეუსი, ჰოედტი, ენდრიუსი; ლივერმორი, კაიებმე, ასპრილია; ჩაკვეტაძე, ჰილი, კონე.

მატჩი "ბროდჰოლ ვეიზე" 8 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება.

 

შეძლებს ჩაკვეტაძე "უოტფორდის" ძირითადში ადგილის დამკვიდრებას?

კი
არა

სხვა სტატიები