უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე: "ჩვენ განსაკუთრებული მოთამაშე გვყავს"
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის პირველ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის ახალმა კლუბმა "უოტფორდმა" შინ "ქპრ"-ს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. "ვიკარიჯ როუდის" ბინადრებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
მატჩში 66-ე წუთიდან ჩაერთო საქართველოს ნაკრების შემტევი, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაც კლუბის მთავარ მწვრთნელს, ვალერიენ ისმაელს პრესკონფერენციაზე არ გამორჩენია:
იმ მომენტიდან, როდესაც მან მოედანზე შეაბიჯა, ყველა აღფრთოვანებული იყო. ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენთან განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელიც ნახევარდაცვაში ვარიანტებს ზრდის, რადგან მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მომავალში მისგან მეტს მოველით. - განაცხადა ისმაელმა
მომდევნო მატჩი "უოტფორდს" EFL-ს თასზე, "სტივენეიჯთან" ელის, ჩემპიონშიფში კი 12 აგვისტოს, კვლავ შინაურ კედლებში, "პლიმუთს" დაუპირისპირდება.
It’s so good to be back. 🤩#WatfordFC pic.twitter.com/7oFSQRmKyC
— Watford Football Club (@WatfordFC) August 5, 2023