გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილში ვერ ითამაშებს
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ამ სეზონის დარჩენილ ნაწილში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი ფეხის დაზიანების გამო დაახლოებით თვენახევრიდან ორ თვემდე პერიოდის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.
გიორგი ჩაკვეტაძეს ბრწყინვალე სეზონი აქვს და სხვადასხვა კომპონენტში ინგლისის ჩემპიონშიფში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
"უოტფორდის" შემადგენლობაში ამ სეზონში, გიორგი ჩაკვეტაძეს 41 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.