Belive

JUDOINSIDE: ტედი რინერი ტატამს საქართველოში უბრუნდება

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ტედი რინერი ტრავმის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა. 33 წლის ძიუდოისტმა ტერფის მყესების ტრავმა აგვისტოში მიიღო და გადაწყვიტა უარი ეთქვა უზბეკეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან მას არ სურდა მისი ტრავმის გამწვავება.

მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონი რეაბილიტაციის პერიოდს საფრანგეთში გადიოდა, ხოლო შემდეგ აღდგენითი ვარჯიშებისთვის იაპონიაში მიაშურა.

"იაპონიაში ჩამოსვლამდე ტედიმ ბევრი რეაბილიტაცია გაიარა. ცოტა უცნაურია, როდესაც ამდენი ხანი გიცდება, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები უნდა დაუბრუნდეთ." - განაცხადა ტედი რინერის მთავარმა მწვრთნელმა - ფრენკ შამბილი.

ლეგენდარული ტედი რინერი ტრავმის შემდეგ პირველად, ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე (ჩემპიონთა ლიგაზე) "პსჟ"-სთან ერთად 26 ნოემბერს, გორში იასპარეზებს.

ფრანგი ძიუდოისტისთვის ბოლო შეჯიბრი ბუდაპეშტის გრანდ სლემი იყო, რომელიც 10 ივლისს ოქროს მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გორში 26 ივლისს საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ჩატარდება, სადაც გულშემატკივართა დასწრება უფასო იქნება.

სხვა სტატიები