Belive

ჯოვანი დი ლორენცო: "იმედი მაქვს, კვარა ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"'

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ-ს" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

"ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "პსჟ-სა" და ლონდონის "არსენალის" მატჩს ვუყურე. კვარას თამაშს თვალი ვადევნე და მატჩის შემდეგ მასთან შეტყობინებები გავცვალე. მასთან ახლო კავშირს ვინარჩუნებ, იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებას მოახერხებს", - ამბობს "ნაპოლის" მარჯვენა მცველი.

ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯოვანი დი ლორენცომ 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული "ნაპოლის" შემადგენლობაში ერთად 103 მატჩში ითამაშეს და 5 გოლი შექმნეს. მათ სამხრეთიტალიელებს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინეს და ისტორიაში მესამე სკუდეტო აღმართეს. "ნაპოლიდან" "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ, ნეაპოლელთა კაპიტანი ქართველი ვარსკვლავის წვლილზე ხშირად საუბრობს.

სხვა სტატიები