"ჯენოას და ფერენცვაროშის ინტერესებშია" - მექვაბიშვილს უნგრულ და იტალიურ გუნდებს უკავშირებენ
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რუმინული მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შესახებ საუბრობს.
საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს gsp.ro კვლავინდებურად ორ გუნდს, იტალიურ ჯენოასა და უნგრულ ფერენცვაროშს უკავშირებს.
"23 წლის ქართველი ფეხბურთელი მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სავარაუდოდ ახალ გუნდში გადაბარგდება. ის ამ სეზონში ფერენცვაროშის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
2023 წლის იანვარში დინამო თბილისიდან გადასვლის შემდეგ, ანზორ მექვაბიშვილი ახალ გუნდთან სწრაფად ადაპტირდა.
სტაბილურად კარგი სეზონის შემდეგ ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე გუნდი ინტერესდება, მათ შორის უნგრული ფერენცვაროში. უნგრელები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ ანზორს. ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპისთვის, რომელზეც ისინი ამ ზაფხულში ითამაშებენ, რუმინული გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზების გაკეთებას აპირებენ.
კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც მექვაბიშვილის დამატება აინტერესებს, იტალიური ჯენოაა, რომლის პრეზიდენტიც რუმინელი დან შუკუა", - წერს რუმინული მედია საშუალება gsp.ro.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს ამ სეზონში კრაიოვას შემადგენლობაში 3 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი აქვს გაკეთებული.