გოგლიჩიძე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა: სტატისტიკა, რომელშიც ქართველი მეორე ადგილს იკავებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე თავის პოზიციაზე მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
DataMB-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, 20-წლამდელ ცენტრალურ მცველებს შორის, პოზიციის მოგების რაოდენობით საბა გოგლიჩიძე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
საწყის პოზიციას ვალენსიას ცენტრალური მცველი, კრისტიან მოსკერა იკავებს. ესპანელი ცენტრალური მცველი წლების განმავლობაში გიორგი მამარდაშვილთან ერთად თამაშობდა, ახლა კი მის დამატებას პრემიერ ლიგის წარმომადგენელი გრანდები ცდილობენ.
საბა გოგლიჩიძის ემპოლი სერია A-დან დაქვეითდა, ქართველი ფეხბურთელის დამატებას კი როგორც იტალიური, ასევე ესპანური და ინგლისური გუნდები ცდილობენ.
🛡️ Top 5 League U20 Centre-backs: Possessions won
— DataMB (@DataMB_) July 15, 2025
🇪🇸 Cristhian Mosquera — 303
🇮🇹 Saba Goglichidze — 283
🇪🇸 Dean Huijsen — 283
🇮🇹 Pietro Comuzzo — 252
🇫🇷 Mamadou Sarr — 244
📊 https://t.co/McR5zrPkTO pic.twitter.com/Fxtjuj3Igp