კიდევ ერთი დანაკლისი | უკრაინის ნაკრებს ბრენტფორდის ფეხბურთელი გამოაკლდა
3 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინას უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინ, კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.
არტიომ დოვბიკისა და ოლექსანდრ ანდრიევსკის შემდეგ, უკრაინის ნაკრებს ამჯერად ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი ბრენტფორდის წარმომადგენელი, ეჰორ იარმოლიუკიც გამოაკლდა.
საქმე ტრავმას არ ეხება, პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, ჩელსისთან (3:0) გამარჯვების შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელს ვაქცინაცია ჩაუტარდა, რის გამოც შემდეგი 8 დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობით დაკავება არ შეეძლება.
საქართველოს ნაკრები უკრაინას 28 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.