Belive

ილია თოფურია: "თუ ერთ-ერთ ჩვენგანთან გაქვს საქმე, მაშინ საქმე გაქვს ყველა ჩვენგანთან"

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ლას-ვეგასში UFC 259-ზე პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ორთაბრძოლა უნდა შედგეს. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემპიონმა რუსმა მებრძოლმა პიოტრ იანმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ალჯამეინ სტერლინგთან გასამართ ბრძოლაზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც ახსენა, რომელიც სტერლინგის თანაგუნდელი და მისი მეგობარია. როგორც ჩანს, რუსი მებრძოლი გამარჯვებაში დარწმუნებულია.


 
"ჰეი, ალჯამეინ, გაჩუმებული რატომ ხარ? არ ინერვიულო, შენს ცემას ძალიან ძლიერად არ ვაპირებ. ისე დაგაძინებ, რომ ვერც კი მიხვდები, რა მოხდა. შენს მეგობარ მერბსაც იგივე მოპყრობა შეუძლია მიიღოს ჩემი მეგობრის, დენის ლავრენტიევისგან, იმავე საღამოს",- დაწერა რუსმა მებრძოლმა.
პიოტრ იანის პოსტს UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია გამოეხმაურა, სადაც მან მხარი თანამემამულეს დაუჭირა და რუსი მებრძოლი გააფრთხილა.
" თუ ერთ-ერთ ჩვენგანთან გაქვს საქმე, მაშინ საქმე გაქვს ყველა ჩვენგანთან. ილოცე, რომ ჩვენი გზები არ გადაიკვეთოს, თორემ ნახავ, როგორც მოგექცევი",- დაწერა თოფურიამ.

 
პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ბრძოლა UCF 259-ის ფარგლებში 8 მარტს უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები