Belive

ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი: "ბუდუ ბაიერნთან ვერ ითამაშებს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიის ბუნდესლიგაში, ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან მატჩში ვერ ითამაშებს. ტრავმის გამო, ბუდუ ზივზივაძე მიუნხენის "ბაიერნთან" 30-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 29 მარტს, "ვოლფსბურგთან" მოგებულ მატჩში მიიღო, რის შემდეგაც, ლევერკუზენის "ბაიერთან" და ფრანკფურტის "აინტრახტთან" შეხვედრებში ვერ ითამაშა, ახლა კი მისი მოედანზე დაბრუნება სავარაუდოდ, შემდეგ ტურამდე გადაიდო.

"ბუდუ ზივზივაძე და მატიას ჰონსაკი ამ ეტაპზე იმდენად მზად არ არიან, რომ "ბაიერნთან" მატჩში მონაწილეობის მიღება შეძლონ. იმედი გვაქვს, ისინი მალე დაბრუნდებიან და ეს დამატებით სტიმულს მოგვცემს", - ამბობს "ჰაიდენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტი.

ბუდუ ზივზივაძეს "ჰაიდენჰაიმში" გადასვლის შემდეგ, გერმანიის ბუნდესლიგის 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები