გიორგი ზარია ოლიმპიაკოსთან მატჩში ქაირათის ძირითად შემადგენლობაშია
4 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, ალმაატის ქაირათსა და პირეოსის ოლიმპიაკოსს შორის გასამართი მატჩისთვის გუნდების შემადგენლობები ცნობილია.
ყაზახური გუნდის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ზარია მოხვდა. გუნდის სასტარტო თერთმეტეული ასეთია.
ალმაატის ქაირათი: თემირლან ანარბეკოვი, ალექსანდერ მრინსკი, ალექსანდრ შირობოკოვი, ეგორ სოროკინი, ლუის კარლოს მაჩადო მატა, დან გლაცერი, ოლჟას ბაიკბეკი, ერკინ ტაპალოვი, გიორგი ზარია, რიკარდინიო, ედმილსონ სანტოსი
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ურაზბახტინი
ალმაატის ქაირათმა ოლიმპიაკოსს 9 დეკემბერს, ასტანას სტადიონზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე უნდა დაიწყოს.