Belive

"გუნდს და ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურთ" - ზარიამ შესაძლოა გუნდი შეიცვალოს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ყაზახური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ზარია შემდეგი წლიდან გუნდს შეიცვლის.

Meta-ratings-ის ინფორმაციით, გიორგი ზარია ყაზახეთის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

"28 წლის ქართველ ფეხბურთელს ალმაატის ქაირათთან კონტრაქტი ამ სეზონის ჩათვლით აქვს, რომლის გახანგრძლივებასაც არც ერთი მხარე არ აპირებს", - წერს Meta-ratings.

გიორგი ზარია ალმაატის ქაირათში 2024 წლის დასაწყისიდან თამაშობს, რა პერიოდშიც ყაზახეთის ჩემპიონატისა და სუპერთასის მოგება მოახერხა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

ალმაატის ქაირათი ყაზახეთის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონში 25 ტურის შემდეგ დაგროვებული 58 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და დასკვნით ტურში მეორეადგილოსან ასტანას ხვდება. მინიმუმ ფრის შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ზედიზედ მეორედ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

სხვა სტატიები