გულშემატკივრების რჩეული: ნიკა გაგნიძე გუნდში საუკეთესოდ დაასახელეს
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებში სადებიუტოდ გამოძახებული ცენტრალური ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე კოლოს კოვალივკას მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი ფეხბურთელი, უკრაინული გუნდის გულშემატკივრებმა მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.
ნიკა გაგნიძე გორის დილას აღზრდილი ფეხბურთელია და ამ სეზონში უკრაინის ჩემპიონატის 22 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.
ნიკა გაგნიძე საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში 21 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე.