Belive

ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: "დასანანია, რომ ფრედ ვერ ვითამაშეთ"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა, ამხანაგურ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ნაკრები დაამარცხა (1:0). მატჩის შემდეგ, ფარერის კუნძულებისს ნაკრების მთავარი მწვრთნელმა, ეიუნ კლაკსტეინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მშვენიერი მოსამზადებელი მატჩი გამოგვივიდა. შანსი ახალ მოთამაშეებს მივეცით და მათ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.

უფრო გახსნილი თამაში იყო, ვიდრე ველოდით. ზოგიერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ისეთი შეცდომა, რაც გოლის გაშვების დროს დავუშვით, საქართველოს დონის მეტოქესთან ყოველთვის დასჯადია.

საუკეთესო შემადგენლობა არც ჩვენი ყოფილა. ტაქტიკურად ბევრი ახალი რამ გამოვცადეთ. დაცვას იმდენ ყურადღებას არ ვაქცევდით და პრესინგსა და შეტევას ვცდილობდით. გიორგი ლორიამ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით. - ამბობს ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველომ ფარერებს ისტორიაში მესამე შეხვედრა მოუგო (3-დან). მომდევნო ამხანაგური მატჩი 8 ივნისს, კაპე ვერდეს წინააღმდეგ გველოდება.

სხვა სტატიები