ოქტომბრის მატჩები | საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას ჩაატარებს.
მეორე და მესამე ტურში, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ლატვიისა და მალტის ნაკრებებს შეხვდება. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის 4 დებიუტანტი: მეკარე, გიორგი ყავლაშვილი, მცველი, გელა სადღობელაშვილი და შემტევები, ლუკა პარკაძე და თეიმურაზ ოდიკაძე.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა 2025 წლის ოქტომბრის მატჩებისთვის:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (როიალ უნიონ სენტ-ჟილი, ბელგია).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი)
საქართველოს ნაკრები 10 ოქტომბერს ლატვიას, ხოლო 14 რიცხვში მალტას შეხვდება. ორივე მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად ჩაატარებს.