Belive

"გოგლიჩიძის თამაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია" - იტალიური მედია ქართველ მცველზე საუბრობს

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული იტალიური მედია საშუალება tuttomercatoweb საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში კალიარისთან საშინაო კედლებში ნათამაშები ფრე (1:1) ის სადებიუტო მატჩი გამოდგა, რომელშიც საბა გოგლიჩიძემ უდინელების შემადგენლობაში სრულად ითამაშა.

მატჩის შემდეგ, იტალიური მედია ამბობს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი კარგად თამაშობს და ეს მთავარი მწვრთნელისთვის სიგნალი შეიძლება გამოდგეს.

"უდინეზემ სათამაშო ფორმა გაიუმჯობესა და კალიარისთან ფრედ ითამაშა, ამ მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი უდავოდ საბა გოგლიჩიძის თამაში გახლდათ, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა კარგი თამაშით აღნიშნა.

საბა გოგლიჩიძე აქამდე ყოველთვის სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა საქმეში, მაგრამ დაამტკიცა, რომ გუნდთან ადაპტირება უკვე მოახერხა. ეს მწვრთნელისთვის სიგნალია, რომელიც საიმედო მოთამაშეებს ეძებს", - წერს tuttomercatoweb.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი უდინეზემ 2025 წლის ზაფხულში, ემპოლიდან 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

სხვა სტატიები