Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ჩემი წინამორბედებისგან ბევრი ვისწავლე"

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ახალი ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი ნაკრებში მომხდარი ცვლილებების შესახებ საუბრობს.

"მინდა კვარას ახალ ეტაპზე, კაპიტნის რანგში წარმატება ვუსურვო. ის ჩვენთვის ყოველთვის ლიდერი და განსაკუთრებული ფეხბურთელი გახლდათ.

ჩემთვისაც, ვიცე-კაპიტნობა საპასუხისმგებლოა. დიდი ხანია ნაკრებში ვარ, საკმაოდ ბევრი მატჩი დამიგროვდა. ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებთან, მეგობრებთან და წინა კაპიტნებთან გავატარე დრო, რომელთაგანაც ბევრი ვისწავლე. მიხარია, რომ ასეთი წინამორბედები მყავდა, რომელთა ყურებაც მოედანზე და მის გარეთ შემეძლო", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ოთარ კიტეიშვილს საქართველოს ნაკრებისთვის 51 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. მას კაპიტნის სამკლავური 2025 წლის 20 მარტს, სომხეთთან, ერევანში მოგებულ მატჩში (3:0) ჰქონდა მორგებული.

სხვა სტატიები