Belive

გოგა ბითაძის 15 წუთი და 3 ქულა - ორლანდო ლეიკერსთან დამარცხდა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ის რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" სტუმრად დაუპირისპირდა და 105:111 დამარცხდა.

სტუმართა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგოა ბითაძემ ითამაშა. 23 წლის ქართველი სათადარიგოთა სკამზე იყო, პარკეტზე კი 14:40 წუთი გაატარა და 3 ქულის, 4 მოხსნის, 1 შედეგიანი გადაცემისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო.

გოგა ბითაძის გუნდისთვის ეს სეზონში 43-ე მარცხი იყო, ამის საპირისპიროდ "ორლანდოს" 29 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მესამე, მე-13 პოზიციას იკავებს. გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 22 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები