Belive

"სანერვიულო არაფერია - კვარაცხელია ხელშეუხებელია" - ნეაპოლური მედია ქართველის მიმართ ინტერესზე საუბრობს

8 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ნეაპოლური მედია საშუალება Il matino-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლონდონის "არსენალის" ინტერესებზე საუბარი აქტიურად დაიწყო, სამხრეთიტალიური კლუბისთვის ქართველთან კონტრაქტის განახლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა.

"პოპულარობა იზრდება და ყველას მოსწონს კარგი ბიჭის სუფთა სახე, მათ შორის სპონსორებს. ის საქართველოს დროშაა დიდ ევროპულ ფეხბურთში, მაგრამ ფეხები მიწაზე უდგას და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე არ ფიქრობს. ის მაქსიმუმს დებს მოედანზე და ვარჯიშზეც კი შეუჩერებელია.

მოლაპარაკებები არსებობს და სავარაუდოდ ყველაფერი მალე გაოფიციალურდება. სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, იტალიის ჩემპიონ "ნაპოლის" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა და ხელშეკრულების პირობები მალე შეიცვლება.

"ნიუკასლისა" და "არსენალის" ინტერესი არსებობს, მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან "ნაპოლისთვის" ის ხელშეუხებელია და ეს ყოველთვის ასე იყო. აურელიო დე ლაურენტისი მის შესაძლებლობებს აფასებს და მის გაშვებას არ აპირებს", - წერს Il matino-ი.

ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანულ მედიაში 22 წლის ვარსკვლავის მიმართ პრემიერ ლიგის ვიცე-ჩემპიონის, ლონდონის "არსენალის" ინტერესის შესახებ ინფორმაციები აქტიურად ვრცელდება.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა, 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

სხვა სტატიები