Belive

გიორგი თოხაძემ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს

დღეს, 55-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი თოხაძემ, რომელმაც ფინალში ყაზახი ისხარ კურბაიევი დაამარცხა.

თოხაძემ საჩემპიონო გზაზე რუმინელი, ყირგიზი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარხება შეძლო.

დღეს საქართველოს კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს - ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ხვიჩა ანანიძე (77) ატილა ტოესმაგის დაუპირისპირდება.