U 23 | ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი იჭიდავებს
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
დღევანდელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის წარმატებული გამოდგა - ფინალის საგზური გიორგი თოხაძემ (55 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ მოიპოვეს (87 კგ).
თოხაძის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი მუთლუ იქნება, ბოლქვაძე კი რუს გონიევს დაუპირსპირდება. ფინალები ხვალ გაიმართება.
ხვალვე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ), რომლის მეტოქე რუსი დიმიტრი ბაბორიკო იქნება.