გიორგი თოხაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
დღეს, 55-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი თოხაძემ, რომელმაც ფინალში თურქი ემრე მუთლუ 9:0 დაამარცხა.
თოხაძემ საჩემპიონო გზაზე უკრაინელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარხება შეძლო.
დღეს საქართველოს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს - ოქროსთვის აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) იჭიდავებს, თემურ ორჯონიკიძე და გიორგი ცოფურაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.