გიორგი მიქაუტაძე: "ყოველთვის ცხრილში ლიდერობაზე ვფიქრობ, დიდი ამბიცია გვაქვს"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში, ბეტისთან პრინციპული მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ საუბრობს.
"თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ კარგ მომენტში ვარ. სწრაფად ვადაპტირდი გუნდთან და იმასთან, რასაც მწვრთნელი მოედანზე ითხოვს.
უკვე კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემს თანაგუნდელებთან, ეს მეხმარება ადაპტაციაში და თავს კარგად ვგრძნობ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაუმჯობესებაც მოვახერხე, ჩემი თავდაცვითი პოზიციაა, პრესინგის დროს კარგი პოზიციონირება, ასევე ბურთის დაბრუნების შემდეგ დროის მოგება და შეტევაში გადასვლის სისწრაფე.
მქონდა საგოლე მომენტები და მინდოდა მათი გამოყენება, ამ მხრივ საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი ვარ. ვაგრძელებთ მუშაობას იდეალური სვლისა და მომენტის მოსაძებნად. 100%-ით შედეგიანი არ ვარ, მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას ჩემი დარტყმებისა და საგოლე მომენტების რეალიზებაზე.
მაქვს სათამაშო დრო და ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი გავაკეთო. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს არის კმაყოფილი და ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. ვგრძნობდი, რომ ძალიან ჩართული ვიყავი გუნდის გამარჯვებებში და იმედი მაქვს, რომ 2026 წელს ჩემი შესრულება კიდევ უფრო უკეთესი იქნება.
ალავესის კარში გატანილი გოლი ჩემი ხელწერასავითაა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მიმართულებით დარტყმა შემეძლო, მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება გადავწყვიტე, რადგან რთული გოლების გატანა მიყვარს.
ლა ლიგა ის ტურნირია, რომელიც ჩემი თამაშის სტილს შეესაბამება. არიან კარგი გუნდები და განსხვავება საფრანგეთის ლიგასთან ის არის, რომ ყველა გუნდს აქვს თამაშის სტილი, მიუხედავად იმისა, დიდია თუ პატარა. ჩვენ ისტორიულ სეზონს ვატარებთ ლიგაში, რომელიც ადვილი არ არის. გვინდა, უფრო მაღალ პოზიციაზე ასვლა და ლა ლიგის რაც შეიძლება ზედა საფეხურზე ჩატარება.
მე ყოველთვის ლიდერის ადგილისკენ ვისწრაფვი, რადგან ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია და ჩვენ ამის დამტკიცებას ვცდილობთ. მართალია, ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი, მაგრამ ყოველთვის ამბიციურად ვუდგებით საქმეს და ვაჩვენებთ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ოცნების ახდენაა, რომელიც ამ ტურნირზე დაბრუნების მოტივაციას გვაძლევს. ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში სადებიუტოდ ვითამაშე და შედეგებით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ სამწვრთნელო გუნდმა შეგვიქმნა მოტივაცია და მხარს გვიჭერს, რომ შემდეგ მატჩებზე ვკონცენტრირდეთ.
ახლა ბეტისთან მატჩი ჩვენთვის ერთადერთი სამიზნეა. სწორედ აქ 3 ქულის მოპოვებაზე ვართ კონცენტრირებულნი. ვფიქრობთ გამარჯვებასა და სახლში დაბრუნებაზე, შემდეგ კი მადრიდის რეალთან მატჩზე გადავერთვებით.
ჩემი გოლის აღნიშვნა მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ PlayStation-ზე თამაშიდან მოდის, მაშინ გოლი გავუტანე და ეს აღნიშვნა დავამკვიდრეთ.
ესპანურად ნელ-ნელა უკეთესად ვსაუბრობ, ახლა მასწავლებელი მყავს და ვცდილობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ენის ცოდნა და საუბრის დონე გავაუმჯობესო.
აიაქსი ის ადგილია, სადაც უკვე მითამაშია ჩვენ ამ მატჩს ადეკვატური მნიშვნელობით მივუდგებით: გვსურს, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.
ვილიარეალი ბეტისს 18 იანვარს სტუმრად, სევილიაში, ლა კარტუხაზე შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.