Belive

არნე სლოტი: "მამარდაშვილი შემდეგ კვირებში ხელმისაწვდომი არ იქნება"

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დროის შესახებ საუბრობს.

"არა, გიორგი მამარდაშვილი შემდეგ მატჩში ნამდვილად ვერ იქნება ხელმისაწვდომი და არც მომდევნო კვირების განმავლობაში.

ალისონი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ვნახოთ, ეს დღე უახლოეს კვირაში ხომ არ დადგება.

ამ დროს ფრედი ვუდმანი არის არჩევანი, რომელიც ნამდვილად ფორმაშია", - ამბობს არნე სლოტი.

გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულის 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები