Belive

გონსალუ რამუში: "იმედი მაქვს, ოქროს ბურთს კვარა მოიგებს"

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიის ნაკრებისა და მილანის ცენტრალურმა ფორვარდმა, გონსალუ რამუშმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა. პორტუგალიელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდოს მოგებას მოახერხებს.

"კვარას ნამდვილად შეუძლია ოქროს ბურთის მოგება. ის თამაშობს იმ გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და MVP გახდა. ის აუცილებლად იქნება საუკეთესო მოთამაშეთა შორის და იმედი მაქვს, რომ მოიგებს, ის ჩემი მეგობარია", - ამბობს გონსალუ რამუში.

ხვიჩა კვარაცხელიამ და გონსალუ რამუშმა სეზონნაევარის განმავლობაში ერთად 8 ტიტულის მოგება მოახერხეს, მათ შორის ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ლიგა 1-ის.

სხვა სტატიები