გამარჯვება სტუმრად და 4-მატჩიანი წაუგებელი სერია | არველაძის ქაშიმფაშამ სეზონში მეორედ მოიგო
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის გაწვრთნილ ქაშიმფაშას კარგი პერიოდი უდგას.
სტამბოლის წარმომადგენელი გუნდი 4 მატჩია არ აგებს და 28 სექტემბერს სტუმრად, რიზესპორთან გამარჯვებაც მოიპოვა.
ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება მატჩის 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხა და სუპერ ლიგის ახალ სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.
ორ მოგებას შორის ნათამაშები ორი ფრით შოთა არველაძის გუნდს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა და 8 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს ქაშიმფაშა 5 ოქტომბერს, ქონიასპორთან საშინაო კედლებში გამართავს.