Belive

გიორგი გულიაშვილი: "ვიცი რა არის გუნდის მიზანი და შევეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი გულიაშვილი სანტანდერის რასინგში ბარსელონას პირისპირ (0:2) ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ ესპანურ მედიასთან საუბრობს.

"რთული მატჩი გამოდგა. ბარსელონა ტოპ გუნდია და რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწია. ვფიქრობ, გოლის გატანის შესანიშნავი მომენტები გვქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ მოვახერხეთ.

რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩემი გუნდით ამაყი ვარ, რადგან ყველას ვაჩვენეთ საკუთარი ძალები.

სტადიონზე შესანიშნავი გარემო გვქონდა, გულშემატკივრები უბრალოდ გასაოცარნი არიან. საწყისიდან დასკვნით წუთამდე ჩვენს გვერდით იდგნენ და განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს. ვფიქრობ, რომ უკეთესი დღეები წინ გველოდება.

როცა ბარსელონას პირისპირ გიწევს თამაში, იცი, რომ შეტევაში გადასვლა მარტივი არასდროს არ არის, მაგრამ გოლის გატანის მართლაც შესანიშნავი შანსები გვქონდა. სამომავლოდ შევეცდებით, რომ ყველას ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია თამაში.

მე გუნდში ახალი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის გუნდის მიზანი და შევეცდები, რომ ამ მიზნის მიღწევაში დავეხმარო", - ამბობს გიორგი გულიაშვილი.

გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ლიდერმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წარმომადგენელი სარაევოდან დაიმატა და მის ტრანსფერში 2.5 მილიონი ევრო დახარჯა.

ლა ლიგა 2-ში კანტაბრიის წარმომადგენელმა გუნდმა შემდეგი მატჩი 18 იანვარს, თანალიდერ ლას პალმასთან უნდა გამართოს.

სხვა სტატიები