Belive

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | შემადგენლობა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 11 სპორტსმენი იასპარეზებს. ასევე იხილეთ: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ბოლო ვარჯიში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს კვლავ ვარლამ ლიპარტელიანი უკაპიტნებს, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ არ უჭიდავია, თუმცა ვარჯიშებსა და შეკრებებს საქართველოს ნაკრებთან ერთად გადიოდა. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ლაშა გუჯეჯიანის მიერ დასახელებულ შემადგენლობას:

შემადგენლობა


-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი -90 კგ: ლუკა მაისურაძე -100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე +100 კგ: გურამ თუშიშვილი -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი +78 კგ: სოფიო სომხიშვილი  

სხვა სტატიები