ევროპის ჩემპიონატის წილისყრა შედგა | ქართველების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
თბილისში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღე დარჩა. საქართველოს დედაქალაქი 16-19 აპრილს კონტინენტის პირველობას უმასპინძლებს, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
რამდენიმე წუთის წინ, სასტუმრო პულმანში ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები გაირკვა - გთავაზობთ წილისყრის შედეგებს.
60 კგ
60 კგ-ში, საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი ევროპის ჩემპიონი - გიორგი სარდალაშვილი დაიცავს.
გიორგი სარდალაშვილი B ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მეტოქეს დაელოდება. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში, გიორგი სარდალაშვილის მეტოქე, ბელგიელ - ჟორე ვერსტრაეტენსა და ესპანელ - ფრანცისკო გარიგოსს შორის გამარჯვებული იქნება.
66 კგ
66 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ - ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.
ვაჟიკო C ბადეში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სამწუხაროდ განუთესავი იქნება, შესაბამისად პირველივე რაუნდიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც ხორვატი მეტოქე - დანი კლასარი ეყოლება. ხორვატული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მარგველაშვილის მეტოქე, ფრანგი - ვალიდ ხიარი იქნება.
73 კგ
73 კგ წონითი კატეგორია გაორებული გვაქვს, სადაც - მიხეილ ბახბახაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებენ.
ლეგენდარული ლაშა შავდათუაშვილი B ბადეში განთესილია, შესაბამისად მეორე ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც ფინურ-კვიპროსულ დაპირისპირებაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ლაშას საკმაოდ კარგი ბადე აქვს იმისათვის, რომ წარმატებაზე იფიქროს.
რაც შეეხება მიხეილ ბახბახაშვილს, მიხეილი D ბადეში განუთესავია და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც უნგრელ - დანიელ ჟეგადს დაუპირისპირდება. უნგრული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბახბახაშვილის მეტოქე, ჩეხი - ჩუსნიდირ კარიმოვი იქნება.
81 კგ
81 კგ წონით კატეგორიაში 3-გზის ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი იჭიდავებს.
3-გზის ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი C ბადეშია განთესილი, სადაც ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს და ავსტრიელ - მოგამედ ბორჩაშვილს შეხვდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ტატო გრიგალაშვილს ძალიან კარგი ბადე აქვს და 1/2-ფინალამდე საკმაოდ მარტივად უნდა მივიდეს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტატოსა და ტიმურ არბუზოვის (მოქმედი ევროპის ჩემპიონი) გზა ფინალამდე არ იკვეთება.
90 კგ
'ქართულ წონად' წოდებულ 90 კგ-ში ტრადიციული დუეტი გვეყოლება - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.
2-გზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი - ლაშა ბექაური, A ბადეშია განთესილი, სადაც ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იტალიელ - კენი კომი ბედელთან დაიწყებს (ეს ის ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბექაური მეორე რაუნდში დაამარცხა).
რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ლუკა C ბადეში განთესილია და მეორე რაუნდიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც ბელგიელ და ისრაელელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
100 კგ
100 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას, მოქმედი ევროპის ჩემპიონი - ილია სულამანიძე დაიცავს.
ილია სულამანიძე D ბადეში პირველივე რაუნდიდან ჩაერთვება საქმეში, სადაც ბრიტანელ - ოლივერ ბარატს შეხვდება. ყველაზე ძლიერი მეტოქე, ვინც მას ბადეში ჰყავს, რუსი - ნიაზ ბილალოვია.
+100 კგ
მძიმე წონაში 2-გზის ევროპის ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი იჭიდავებს.
თუშიშვილი C ბადეშია განთესილი და მეორე ეტაპიდან ერთვება საქმეში, სადაც კვიპროსულ - უკრაინულ დუელში გამარჯვებულს ელოდება. 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, თუშიშვილის მეტოქე, თურქი - იბრაჰიმ ტატაროღლუ იქნება.
48 კგ
48 კგ-ში საქართველოს დროშის ქვეშ - ჯულიეტა როდონაია იასპარეზებს.
21 წლის ჯულიეტა უმძიმეს ბადეში მოხვდა. იგი A ბადეშია განთესილი, სადაც პირველივე რაუნდში, ფრანგ - შირინ ბუკლის დაუპირისპირდება.
52 კგ
52 კგ-ში იჭიდავებს 19 წლის - ნინო თათრიშვილი.
19 წლის ნინო თათრიშვილი D ბადეშია განუთესავი, სადაც პირველივე რაუნდში ესტონელ - დარია მიჰაილოვას შეხვდება. ესტონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, მისი მეტოქე, უნგრელი - როზა გიერტიასი იქნება.
57 კგ
57 კგ-ში ტრადიციული დუეტი გვეყოლება - ნინო ლოლაძე და ეთერ ლიპარტელიანი.
მოქმედი ევროპის ვიცე-ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი A ბადეშია განთესილი, სადაც მეორე ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას და მისი მეტოქე, ნორვეგიელი - ელის ბიორეასი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერს საკმაოდ კარგი ბადე აქვს და ძიუდოს ექსპერტების აზრით, იგი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავირიტია.
რაც შეეხება ნინო ლოლაძეს, ნინო D ბადეშია განთესილი და პირველივე ეტაპზე, უძლიერეს ძიუდოისტს - ტიმნა ნელსონ ლევის შეხვდება.
63 კგ
63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ნინო წიკლაური.
C ბადეში იასპარეზებს ნინო წიკლაური, რომელიც პირველივე რაუნდიდან დაიწყებს ასპარეზობას და პოლონელ - ნატალია კროპსკას შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, იტალიელ - ჩარლოტა ავანზატოს დაუპირისპირდება.
70 კგ
70 კგ წონითი კატეგორიაც გაორებული გვაქვს, სადაც ნინო გულბანი და მარიამ ჭანტურია იჭიდავებენ.
ნინო გულბანი A ბადეში იასპარეზებს, სადაც პირველივე რაუნდში, გერმანელ - სამირა ბოკს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, იტალიელ - ირენე პედროტის დაუპირისპირდება.
რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, მარიამი C ბადეშია განთესილი და მეორე ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც უნგრელ - სზოფი ოზბასს შეხვდება.
+78 კგ
მძიმე წონაში იჭიდავებს სოფიო სომხიშვილი.
სოფიო განთესილია და B ბადეში მეორე ეტაპიდან იწყებს ასპარეზობას, სადაც ხორვატ - ჰელენა ვუკოვიჩს შეხვდება, 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, იტალიელ - ასია ტავანოს დაუპირისპირდება.
წინასაწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე დაიწყება.
- ტატო გრიგალაშვილი
- ნინო ლოლაძე
- ნინო წიკლაური
- ნინო გულბანი
- გიორგი სარდალაშვილი
- სოფიო სომხიშვილი
- ილია სულამანიძე
- მიხეილ ბახბახაშვილი
- ლაშა ბექაური
- მარიამ ჭანტურია
- ლუკა მაისურაძე
- ეთერ ლიპარტელიანი
- ქართული სპორტი
- გურამ თუშიშვილი
- ვაჟა მარგველაშვილი
- ლაშა შავდათუაშვილი
- სხვა
- ჯულიეტა როდონაია
- ძიუდოს 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი
- ნინო თათრიშვილი