Belive

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 5 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 5 ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდა.

  • პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 2024 წლის 7 ივნისის შემდეგ 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და 45 მილიონი ევრო გახდა. შედეგად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მამარდამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, ქართველი მეკარე ,,ვალენსიას'' ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელადაც რჩება.

  • გიორგი მამარდაშვილს გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "აპოელის" მცველ - ლაშა დვალსაც სატრანფერო ღირებულება მოემატა. ევროპის ჩემპიონატამდე, მისი ღირებულება €900 000 ევრო იყო, ახლა კი მისი ღირებულება €1 მილიონ 500 ათასი ევროა

  • მილიონნახევრით გაიზარდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველის - გიორგი ქოჩორაშვილის ფასიც. ევროპის ჩემპიონატამდე ქოჩორას ღირებულება €1 მილიონი ევრო იყო, ახლა კი მისი სატრანსფერო ღირებულება €2.5 მილიონ ევროს შეადგენს.

  • 400 ათასი ევროთი გაიზარდა ოთარ კაკაბაძის ფასიც და ახლა მისი ღირებულება ზუსტად €1 მილიონ ევროს შეადგენს. ევროპის ჩემპიონატამდე მისი სატრანსფერო ღირებულება €600 ათას ევროს შეადგენდა

  • და ბოლოს - 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის - გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება €5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა მისი ღირებულება €20 მილიონ ევროს შეადგენს.

ასე გამოიყურება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე დიდი სენსაცია მოახდინა და ჯგუფური ეტაპი პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვებით დაძლია. "ჯვაროსნები" 1/8-ფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხდნენ და ასპარეზობა დაასრულეს.

სხვა სტატიები