Belive

ძიუდოს განახლებული რეიტინგი - ქართველების დიდი წინსვლა

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
თელ-ავივის გრანდ სლემის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა 8 მედალის მოპოვება შეძლო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც ქართველების წინსვლა თვალშისაცემია. -60 კგ წონით კატეგორიაში 11 პოზიციით წინ აიწია თემურ ნოზაძემ, რომელიც 2420 ქულით წონით 22-ე ნომერია. ერთი საფეხურით დაქვეითდა ამირან პაპინაშვილი, რომელმაც პროფესიული კარიერა დაასრულა. -66 კგ წონით კატეგორიაში ცვლილება არ არის. მეორე პოზიციაზეა ვაჟა მარგველაშვილი, რომელსაც 5107 სარეიტინგო ქულა აქვს. რეიტინგში პროგრესი აქვს ლაშა შავდათუაშვილსაც, რომელიც -73 კგ წონით კატეგორიის მე-12 ადგილზე აღზევდა (3495 ქულით). ლაშა თელ-ავივის გრანდ სლემამდე მე-17 ადგილზე იმყოფებოდა. 150 საფეხურით დაწინაურდა რეიტინგში - ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც საკუთარი კატეგორიის რეიგინში 500 ქულით 75 პოზიციაზეა. -90 კგ წონით კატეგორიაში დიდი წინსვლა აქვს ლაშა ბექაურს, რომელიც თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ლაშა წონის რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდა და მესამე ადგილზე გადავიდა. ბექაურის მონაგარი 5242 სარეიტინგო ქულა არის. ბექა ღვინიაშვილი კი რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა, რომლის ანგარიშზე 5001 ქულაა. -100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ 16 ადგილით წინ წაიწია და რეიტინგის 46 ნომერი გახდა. მის ანგარიშზე 1074 სარეიტინგო ქულაა. ასევე წინსვლა აქვს ონისე სანებლიძეს, რომელიც რეიტინგში 14 ადგილით დაწინაურდა. იგი საკუთარი წონის რეიტინგში, 912 ქულთ 50-ე ნომერი გახდა. და ბოლოს, +100 წონით კატეგორიაში, 4 პოზიციით დაწინაურდა გელა ზაალიშვილი და რეიტინგის მე-11 ნომერი გახდა. ზაალიშვილის მონაგარი 4053 ქულაა. გურამ თუშიშვილს კი არც ქულა მომატებია და არც დაკლებია და რეიტინგის მესამე ნომრად, 6163 ქულით დარჩა. ქალებში, -57 კგ წონით კატეგორიაში, 7 პოზიციით აიწია ეთერ ლიპარტელიანმა. ეთერი მისი წონის 21 ნომერი გახდა და მის ანგარიშზე 2402 ქულა არის.  

სხვა სტატიები